საარჩევნო ადმინისტრაციაში ინსტიტუციური განვითარების მორიგი ეტაპი დაიწყო

საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად ზრუნავს ინსტიტუციურ გაძლიერებასა და უწყების განვითარებაზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თითოეული აქტივობა - დანერგილი სიახლეები, ინოვაციები, ახალი სერვისები როგორც ამომრჩევლებისთვის, ისე ჩართული მხარეებისთვის ცალსახად აჩვენებს ორგანიზაციის მზარდი განვითარების ეტაპებს. ამ უწყვეტი განვითარების პროცესს კი კვალიფიციური და ძლიერი საკადრო რესურსის რაციონალური და ეფექტიანი მართვა უზრუნველყოფს. სწორედ საქმიანობის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ადმინისტრაციაში ინსტიტუციური განვითარების მორიგი პროცესი დაიწყო.

საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვამ სტრუქტურული მოწყობის თვალსაზრისით გამოკვეთა ახალი საჭიროებები და სპეციფიკური საქმიანობები. განვლილმა არჩევნებმა და მიღებულმა გამოცდილებამ უწყების საქმიანობაში რამდენიმე მიმართულების გაძლიერების აუცილებლობა აჩვენა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ცესკოს აპარატის სტრუქტურის იმგვარი მოდიფიცირება, რომელიც უპასუხებს არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს, განაპირობებს საოპერაციო ეფექტურობის გაძლიერებასა და სტრუქტურის ოპტიმიზაციას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინსტიტუციის განვითარებას და უზრუნველყოფს ეფექტურ მმართველობას.

რაციონალური და ეფექტიანობაზე ორიენტირებული პროცესის ფარგლებში ადმინისტრაცია განაახლებს ცესკოს აპარატის საქმიანობის ბიზნეს პროცესებს იმგვარად, რომ 2025 წლის თვითმმართველობის და ყოველი მომდევნო საერთო არჩევნები ორგანიზებული იყოს კიდევ უფრო მაღალ დონეზე. თავის მხრივ, აღნიშნული უზრუნველყოფს თანამშრომლებისთვის პროფესიული გარემოს კიდევ უფრო დახვეწას და განვითარებას.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან