კახა კალაძე - შეიძლება ვიღაც განაწყენებულია ჩვენზე, მაგრამ ყველა დარწმუნდებით, რომ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს - არ მინდა საზოგადოების დაყოფა

არ მინდა საზოგადოების დაყოფა, ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა - საზოგადოებას არ ვყოფთ პოლიტიკური ნიშნით, შეხედულებების გამო. ყველასთვის კეთდება - მოგიწოდებთ, მობრძანდეთ 21 დეკემბერს, საახალწლო სოფელი გახსნილი იქნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, "შეიძლება ვიღაც განაწყენებულია ჩვენზე, თუმცა პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს“.

„დედაქალაქი ემზადება საახალწლოდ, ჩვენი ქალაქის მოსახლეობას, ჩამოსულ სტუმრებს ვაჩუქოთ ლამაზი დღეები. იცით, რომ 2 დღის წინ ქალაქი საახალწლოდ განათდა. ყველა ილუმინაცია ჩართულია, აინთო საახალწლო ნაძვის ხე, რომელიც ულამაზესია და ჯადოსნურად არის მორთული ჩვენი დედაქალაქი.

მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ 21 დეკემბრიდან შესაძლებლობა ექნება მოსახლეობას საახალწლო სოფელს ეწვიოს, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შევქმნათ საახალწლო განწყობა. ტრადიცია, რომელიც 2017 წლიდან შემოვიტანეთ საახალწლო სოფლის სახით, პოპულარობით სარგებლობს. რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტი ყველაფერს გააკეთებს რომ ფუნქციონირებდეს.

ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინეთ ძალიან ბევრი არასწორი განცხადება იმ ადამიანებისგან, ვინც აპროტესტებს. არ მინდა საზოგადოების დაყოფა, ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა, ვიღაცას, შესაძლოა ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება სხვადასხვა თემაზე. მთავარია, ეს ყველაფერი გააპროტესტოთ მშვიდობიანი ფორმით, კანონის ფარგლებში და არა ძალადობრივი გზით, რასაც ვხედავდით რამდენიმე დღის წინ.

საზოგადოებას არ ვყოფთ პოლიტიკური ნიშნით, შეხედულებების გამო, ეს ყველასთვის კეთდება. ყველას მოგიწოდებთ მობრძანდეთ 21 დეკემბერს, საახალწლო სოფელი გახსნილი იქნება. შეიძლება ვიღაც განაწყენებულია, ნაწყენია მთავრობაზე, ჩვენზე. ყველა დარწმუნდებით, რომ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს გამომდინარეობს ქვეყნის ინტერესებიდან. უპირველესი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების დაცვა.

ხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში. ბევრი რამ შეიცვლება, ბევრი რამ გადალაგდება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მშვიდობა გვექნება“,-აღნიშნა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე