მამუკა ხაზარაძე - ქართული ბიზნესი  სახალხო პროტესტს უერთდება, საერთო განცხადებას უკვე 1500-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს! - ბიზნესის წარმომადგენელთა ასეთი წინააღმდეგობა ისტორიას არ ახსოვს

ქართული ბიზნესი საერთო სახალხო პროტესტს უერთდება! საერთო განცხადებას უკვე 1500-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს! - ბიზნესის წარმომადგენელთა ასეთი წინააღმდეგობა ისტორიას არ ახსოვს. დღეს ქართული ბიზნესი პროტესტში ხალხთან ერთად დგას, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, დღეს „ბიზნესი, თავისუფალ ხალხთან ერთად, ისტორიული ცვლილებების გზაზე ახალ რეალობას ქმნის”.

„ქართული ბიზნესი საერთო სახალხო პროტესტს უერთდება! საერთო განცხადებას უკვე 1500-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს! - ბიზნესის წარმომადგენელთა ასეთი წინააღმდეგობა და ერთსულოვნება უახლეს ისტორიას არ ახსოვს. დღეს ქართული ბიზნესი პროტესტში ხალხთან ერთად დგას და მეც ამაყი ვარ, რომ ამ პროტესტის ავანგარდში ჩემ მიერ დაფუძნებული კომპანიებიც არიან. ბიზნესი ქვეყნის ბიუჯეტის ხერხემალია, ის ქმნის სამუშაო ადგილებს. მის შექმნას კი წლები და ბევრი შრომა სჭირდება. დღეს ბიზნესი, თავისუფალ ხალხთან ერთად, ისტორიული ცვლილებების გზაზე ახალ რეალობას ქმნის. ეს ნიჭიერი ხალხი არასდროს გახდება რომელიმე ხელისუფლების ყურმოჭრილი მონა! ეს უკვე გამარჯვებაა!”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს