პრეზიდენტი - მას შემდეგ, რაც რუსეთმა სირიაში წააგო, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს? მას შემდეგ, რაც რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინაში დამკვიდრება, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს? მას შემდეგ, რაც რუსეთმა წააგო მოლდოვაში, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს?

მას შემდეგ, რაც რუსეთმა წააგო სირიაში, უკრაინაში, მოლდოვასა და რუმინეთში, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს? - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

“ეს ევროპის სტრატეგიულ ინტერესებსაც ეხება. საქართველო არის, იყო და, დარწმუნებული ვარ, იქნება დასავლეთისა და ევროპის დასაყრდენი რეგიონში. ისეთი, რომელზე კონტროლის მოპოვებასაც რუსეთი ცდილობს, ვინაიდან რუსეთს ახსოვს თავისი იმპერიის დროინდელი გენერლები, რომლებიც ამბობდნენ: “ვინც აკონტროლებ თბილისს, აკონტროლებს კავკასიას” და რუსეთისთვის ეს არ შეცვლილა.

თუ საქართველო რუსეთის კონტროლის ქვეშ მოყვება და, კიდევ ერთხელ, სამხედრო შეჭრაზე არ ვსაუბრობ, ვსაუბრობ ამ საარჩევნო და კონსტიტუციურ შეჭრაზე. ძალიან ბევრი რამ დევს სასწორზე - ეს ეხება შავი ზღვრის უსაფრთხოებას, ეს ეხება დაკავშირებულობას ცენტრალურ და სამხრეთ აზიასთან, ეს ეხება სომხეთის ევროპულ მომავალს. ასე რომ, ეს გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ საქართველო ან მხოლოდ საქართველოს დემოკრატია ან მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური არჩევანი.

და საქართველო ნაწილია გლობალური ბრძოლის, რომელსაც რუსეთის ევროპის წინააღმდეგ აწარმოებს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა სირიაში წააგო, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს? მას შემდეგ, რაც რუსეთმა ვერ შეძლო საკუთარი თავის უკრაინაში დამკვიდრება, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს? მას შემდეგ, რაც რუსეთმა წააგო მოლდოვაში, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს? მას შემდეგ, რაც მან წააგო და, იმედი მაქვს, ძალიან მალე კიდევე ერთხელ წააგებს რუმინეთში, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს? ეს არის კითხვები თქვენთვის,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს