სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს - შეუძლია ევროპას იმის მიღება, რომ მათ ელჩებს შეურაცხყოფას აყენებენ, ხოლო პრემიერ-მინისტრი პირდაპირ იტყუება იტალიის, ესპანეთისა და რუმინეთის პოზიციებზე?

შეუძლია ევროპას იმის მიღება, რომ მათ ელჩებს შეურაცხყოფას აყენებენ, ხოლო პრემიერ-მინისტრი პირდაპირ იტყუება იტალიის, ესპანეთისა და რუმინეთის პოზიციებზე? - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

„როგორ შეუძლია ევროპას მოქმედება? უპირველეს ყოვლისა - პოლიტიკური მხარდაჭერა. მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს [მეცოლას] შეხსენებისთვის, რომ გვჭირდება მუდმივი პოლიტიკური ყურადღება უმაღლესი დონეებიდან, ვინაიდან ქართველებმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა იცოდნენ, რომ ისინი მარტონი არ არიან, რომ “მხარს გიჭერ”.

ეს არის, რაც გააკეთეს ევროპარლამენტარებმა თბილისში ჩამოსვლით, ეს იყო ემანუელ მაკრონის ძლიერი მესიჯი, მაგრამ მეტი გვჭირდება. მეტი ვიზიტი გვჭირდება საქართველოში, მაგრამ ვიზიტები, რომლებიც პატივს სცემენ “ჩვეული ბიზნესი არა” პრინციპს, ვინაიდან როგორც იცით და ეს გამოცდილი გაქვთ რუსეთთან, ასეთი ვიზიტები შესაძლოა ძალიან კარგად იქნას მანიპულირებული, ვინაიდან პროპაგანდაში ისინი ეჭვის გარეშე საუკეთესოები არიან. ასე რომ, ეს ვიზიტები საზოგადოებასთან ურთიერთობების მხრივ უნდა იყოს ზუსტად კონტროლირებული, ასე ვიტყოდი, რათა სხვა შედეგისთვის არ იქნან გამოყენებული.

უნდა ვებრძოლოთ ტყუილებსა და დეზინფორმაციას. ამას თვეების განმავლობაში ვამბობთ თუ მეტი არა. შეუძლია ევროპას მიიღოს, რომ “ომის პარტიას” ეძახიან? შეუძლია ევროპას მიიღოს, რომ ზოგიერთ მის ელჩს ქვეყანაში შეურაცხყოფას აყენებენ? შეუძლია ევროპას იმის მიღება და საქართველოს მთავრობისთვის უფლება მიცემა, რომ ევროპისკენ სიარული დაიბრალოს? შეუძლიათ ევროპელებს იმის მიღება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირდაპირ იტყუება იტალიის, ესპანეთისა და რუმინეთის პოზიციებზე?” - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო