ხატია დეკანოიძე - წარმოდგენაც კი არ შემიძლია იმ ოფიცრების და გენერალიტეტის, რომელიც დაუდგება და ფიცს ჩააბარებს ყაველაშვილს - პრორუსს, რომელიც აგინებს ქვეყანას, რომელზეც დამოკიდებულია ტრენინგი, წვრთნა, განათლება, შეიარაღება

ყაველაშვილმა ჩვენი თავდაცვის ძალების ფიცი უნდა ჩაიბაროს? - ეს არის ჯარის და ყველა იმ ადამიანის დამცირება, რომელიც 2008 წელს საქართველოს იცავდა რუსეთისგან, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ხატია დეკანოიძის თქმით, მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც საარჩევნო კოლეგიამ 14 დეკემბერს პრეზიდენტის თანამდებობაზე აირჩია, არა მხოლოდ "არალეგიტიმურია, არამედ ღიად პრორუსიც".

„წარმოდგენაც კი არ შემიძლია იმ ოფიცრების და გენერალიტეტის, რომელიც ყაველაშვილს დაუდგება და ფიცს ჩააბარებს - არალეგიტიმურ ადამიანს, რომელიც არის ღიად გამოცხადებული პრორუსი, რომელიც აგინებს და აფურთხებს ქვეყანას, რომელზეცაა დამოკიდებული ტრენინგი, წვრთნა, განათლება, შეიარაღება. „ქართულ ოცნებას“ რა წარმოუდგენია, რომ ყველაფრის დამცირება შეიძლება და ყაველაშვილმა ჩვენი თავდაცვის ძალების ფიცი უნდა ჩაიბაროს? - ამაზე იფიქრონ ჩვენმა გენერლებმა. ეს არის ჯარის და ყველა იმ ადამიანის დამცირება, რომელიც 2008 წელს საქართველოს იცავდა რუსეთისგან”, - განაცხადა დეკანოიძემ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ საფრთხის ქვეშაა უდიდესი მნიშვნელობის სიმბოლო.

„ეს მაფიქრებს მე, რომ რამხელა მნიშვნელობის სიმბოლოა საფრთხის ქვეშ, რომ შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა ძალით გამოიყვანოს ჯარი და ფიცი დაადებინოს იმ ადამიანის წინაშე, რომელსაც არა თუ ლეგიტიმაცია არ აქვს, არამედ არის გათლების გარეშე, უდიპლომო, რუსეთუმე. პარლამენტში რომ ვუყურებდი, გინება, შეურაცხყოფა, ფურთხება, ყველაფერი ამის სიმბოლო იყო ეს ადამიანი მთელი წლების განმავლობაში. უწიგნური, რომელიც ამბობს, რომ „სამშობლოს ღალატს წიგნის წაკითხვა არ სჭირდება“, ჯართან როგორ უნდა დადგეს?“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია