გიორგი ვაშაძე - სწორედ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია იქნება, რომელიც ბოლო ლურსმანს დაარჭობს კუბოზე „ქართული ოცნების“ თვითმარქვია რეჟიმს

სწორედ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია იქნება, რომელიც ბოლო ლურსმანს დაარჭობს კუბოზე „ქართული ოცნების“ თვითმარქვია რეჟიმს - ვაი, თქვე საცოდავებო! - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ყველა ნარატივი ტყუილია.

„პირდაპირ გეტყვით, რომ სწორედ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია იქნება, რომელიც ბოლო ლურსმანს დაარჭობს კუბოზე „ქართული ოცნების“ თვითმარქვია რეჟიმს და თქვენ ამას დაინახავთ. დანარჩენი ყველაფერი არის ჩვეულებრივი პროპაგანდა. როგორც ესპანეთის, იტალიის, რუმინეთის, ევროპის საბჭოს პოზიცია იყო ტყუილი, ზუსტად ასეთივე ტყუილი არის ტრამპთან მიმართებაში ყველა ნარატივი, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი და პროპაგანდისტული მედია ავრცელებს. მეტი არაფერი. ვაი თქვე საცოდავებო - ეს შემიძლია შევუთვალო ამ ადამიანებს“, -განაცხადა ვაშაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა