საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება

20 - 21 დეკემბერს ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით (FIS) მოგულის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება. საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 19 ქვეყნის (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ავსტრია, ჩინეთი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, ჩეხეთი, ფინეთი, შვედეთი, საფრანგეთი, ავსტრალია, ირლანდია, იაპონია, ყაზახეთი, სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკა) 91 სპორტსმენი იასპარეზებს. ღონისძიება პირდაპირ ეთერში ევროსპორტზე გადაიცემა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობთ, მოგულის დისციპლინა კოხტას მთაზე ჩატარდება, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან აღნიშნული დისციპლინისთვის მსოფლიოში ყველაზე გრძელ ტრასად არის აღიარებული.

“ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება. საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის (FIS) მხრიდან წლევანდელი შეჯიბრის საორგანიზაციო პროცესებში მონაწილეობას შეჯიბრის დირექტორი ანდრეა რინალდი და ტექნიკური დელეგატი იუსი-პეკა კინუნენი მიიღებენ.

2025 წლის ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპები გუდაურში გაგრძელდება (28 თებერვალი - 1 მარტი - სკი კროსი, 8 - 9 მარტი - სნოუბორდ კროსი).

აღსანიშნავია, რომ ბაკურიანში 2023 წელს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე ჩატარების შემდეგ, საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდი ფედერაციის (FIS) გადაწყვეტილებით საქართველოს კურორტები - გუდაური და ბაკურიანი მუდმივ კალენდარში მოხვდნენ, სადაც მსოფლიო თასის ეტაპები ყოველწლიურად გაიმართება. შედეგად, 2023-2024 წლის ზამთრის სეზონზე, მსოფლიო თასის ეტაპები მოგულში, სკი და სნოუბორდ კროსის დისციპლინებში გაიმართა. შეჯიბრებები საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის (FIS) მხრიდან, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საორგანიზაციო კუთხით უმაღლეს დონეზე შეფასდა. ღონისძიებები ევროსპორტსა და სხვა საერთაშორისო მედიაპლატფორმებზე გაშუქდა, რომელთაც, ჯამში 50 მილიონიანი აუდიტორია ჰყავდათ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს