ანა დოლიძე ნიდერლანდების მმართველი კოალიციიდან, პარლამენტის წევრს ტომ ვან კამპენს შეხვდა

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ნიდერლანდების მმართველი კოალიციიდან, პარლამენტის წევრს ტომ ვან კამპენს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი თქმით, ნიდერლანდების პარლამენტის წევრი ტომ ვან კამპენი იმ რეზოლუციის ავტორია, სადაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზეა საუბარი.

“შეხვედრისას მე მას დავუდასტურე განუხრელი სურვილი, რომ დემოკრატიული მმართველობის პირობებში გაღრმავდეს ურთიერთობები ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის, რაც მოიცავს უფრო მეტ ინვესტიციის მოზიდვას ნიდერლანდებისგან და ასევე შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე საქართველოში პროევროპული მოძრაობის გაძლიერებისათვის”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა