რატი იონათამიშვილი - ოპოზიციის ნაწილი საერთოდ დაემალა ევროსაბჭოს დელეგაციასთან შეხვედრას - ვინც ამ შეხვედრაზე მივიდა საკმაოდ სასოწარკვეთილი ჩანს - მათ დაიმსახურეს, რომ იყვნენ სასოწარკვეთილები და დამალულები

ოპოზიციის ნაწილი საერთოდ დაემალა ამ შეხვედრას. ვინც ამ შეხვედრაზე მივიდა საკმაოდ სასოწარკვეთილი ჩანს. მათ დაიმსახურეს ორივე მდგომარეობა - რომ იყვნენ სასოწარკვეთილები და დამალულები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის ნაწილის ევროსაბჭოს დელეგაციასთან გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სინამდვილეში ოპოზიციას არც ევროპა აინტერესებს და არც ევროპული ღირებულებები.

„ოპოზიციის ნაწილი საერთოდ დაემალა ამ შეხვედრას. ვინც ამ შეხვედრაზე მივიდა საკმაოდ სასოწარკვეთილი ჩანს. მათ დაიმსახურეს ორივე მდგომარეობა - რომ იყვნენ სასოწარკვეთილები და დამალულები. შეფასებების ნაწილში მათ კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ სინამდვილეში ამ ადამიანებს არც ევროპა აინტერესებთ და არც ევროპული ღირებულებები. ყველაფერს საზღვრავენ მხოლოდ იმით, ვის შეუძლია მათ რადიკალურ დღის წესრიგზე გარკვეული გავლენის მოხდენა და ვის არა. მხოლოდ ამის მიხედვით აფასებენ, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ ეს არის ადგილობრივი აგენტურა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დაზიანება გაუხდია მიზნად. საბოლოო ჯამში დღითი დღე მხოლოდ საკუთარ თავებს აზიანებენ“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო