საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საგრანტო პროექტების მართვისა და მონიტორინგის პორტალის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისმა ფაკულტეტების დეკანების, მეცნიერებსა და მკვლევრებისთვის საგრანტო პროექტების მართვისა და მონიტორინგის პორტალის პრეზენტაცია გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მითი ცნობით, პრეზენტაციებზე შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით სტუ-ის ვიცე-რექტორმა თამარ ლომინაძემ მიმართა.

როგორც პროფესორმა აღნიშნა, ახალი ინტერაქტიური პორტალი მეცნიერებსა და მკვლევრებს ერთ სივრცეში ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას აძლევს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ფონდების მიერ გამოცხადებული საგრანტო პროექტების შესახებ.

„პორტალზე, რომელიც უნიკალური პლატფორმაა, მარტივად აღსაქმელი ფორმით თავმოყრილია ყველა ინფორმაცია, რომელიც მეცნიერსა და მკვლევარს ადგილობრივი თუ საერთაშორისო საგრანტო პროექტების შესახებ სჭირდება. გარდა ამისა, პორტალზე თავმოყრილია მიმდინარე პროექტების შესრულების შესახებ მონაცემები, რაც ერთგვარი მონიტორინგის საშუალებას გვაძლევს. ეს თავის მხრივ მეცნიერსა და მკვლევარს, ხარვეზის შემთხვევაში, უადვილებს სამუშაო პროცესს, რადგან უნივერსიტეტი მისგან დამოუკიდებლად და შემდგომ ჩართულობით იწყებს ხარვეზის აღმოფხვრაზე ზრუნვას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პორტალი შექმნილია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის თანამშრომლის ამირან ქიმაძის მიერ, ამავე სამსახურის ხელმძღვანელის, დოქტორ დავით კაპანაძის და პროფესორ ზაზა ცირამუას მხარდაჭერით. აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პირველია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, სადაც უკვე მოქმედებს საგრანტო პროექტების მართვისა და მონიტორინგის პორტალი”, - განაცხადა თამარ ლომინაძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, საგრანტო პროექტების მართვისა და მონიტორინგის პორტალის ამოქმედება კილის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მეწარმეობის დირექტორმა, პროფესორი კოლინ რიგბიმ და ამავე უნივერსიტეტის ციფრულ და კრეატიულ ინდუსტრიებთან პარტნიორობის განვითარების სპეციალისტმა ემმა ბონფილიომ, ასევე, თავიანთი აზრი გამოთქვეს კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა და უნივერსიტეტის მკვლევრებმა დადებითად შეაფასეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს