თბილისში „გურულების მარში“ მიმდინარეობს

დედაქალაქში, „გურულების მარში“ მიმდინარეობს. მსვლელობა ევროპის მოედნიდან დაიწყო და ისინი პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლებენ.

როგორც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა ლადო აფხაზავამ აღნიშნა, „ამდენი გურული თბილისში რომ ჩამოვა, კარგად არ არის საქმე“.

„ამიტომ, დღეს ბევრი გურული შეიკრიბა. კარგად არ აქვს საქართველოს საქმე, მაგრამ არც ბიძინა ივანიშვილს აქვს საქმე კარგად. მოუწევს მას ამდენი პროფესიის ადამიანს გაუსწოროს თვალი, ყველა კუთხე გამოვა. ჩვენ არ დავიღლებით. გვინდა, საქართველო თავისუფალი იყოს“, - აღნიშნა ლადო აფხაზავამ.

ინფორმაციისთვის, მომდევნო დღეების განმავლობაში, თბილისში, საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები გამართავენ მსვლელობას. ისინი მთავრობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც „ქართულ ოცნებას“ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნა არ სურს. მოქალაქეები ახალი არჩევნების დაწესებას და აქციის მიმდინარეობისას დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო