დავით გოგილაშვილი - ევროსაბჭოს დელეგაციას მოვუყევი ჩემი ამბავი - ვთხოვეთ, ყველანაირი ბერკეტი გამოიყენონ, რომ დავიბრუნოთ ქართველმა ხალხმა ჩვენი ხმა და გათავისუფლდეს ყველა უსამართლოდ დაპატიმრებული

ვითხოვეთ, რომ ყველანაირი ბერკეტი გამოიყენონ, რაც მათ ხელთაა, იმისათვის, რომ დავიბრუნოთ ქართველმა ხალხმა ჩვენი არჩევანი, ჩვენი ხმა და ყველა უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანი გათავისუფლდნენ , - ამის შესახებ აქციების დროს დაზარალებულმა მოქალაქემ, დავით გოგილაშვილმა ევროპის საბჭოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დავით გოგილაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი იყო თუ რა ვითარებაა საქართველოში, რა შედეგი გვინდა, რომ დადგეს, რა არის ამისთვის საჭირო.

„მე, როგორც რიგითმა დაშავებულმა, მოვუყევი ჩემი ამბავი, რა მოხდა და ზოგადად რა ხდება საქართველოში, რა მძიმე ვითარება გვაქვს. სწორედ ამასთან დაკავშირებით იყო შეხვედრა, რა არის გამოსავალი, რა გვჭირდება ქართველ ხალხს, მიუხედავად იმისა, რომ ერთიანები ვართ და არ გვეშინია არაფრის. რა შედეგიც გვინდა, რომ დაიდოს, რა არის საჭირო ამისთვის და რას ვითხოვთ - სწორედ ამაზე იყო საუბარი და ვთხოვეთ, რომ ყველანაირი ბერკეტი გამოიყენონ, რაც მათ ხელთაა, იმისათვის, რომ დავიბრუნოთ ქართველმა ხალხმა ჩვენი არჩევანი, ჩვენი ხმა და ყველა უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანი გათავისუფლდეს“, - განაცხადა დავით გოგილაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს