„საერთაშორისო გამჭვირვალობა” - ამ ეტაპისთვის  დასანქცირებულია 150-ზე მეტი  მაღალი თანამდებობის პირი - მთავრობის წევრები, მათი მოადგილეები, დეპუტატები, მოსამართლეები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, მხარდამჭერი ბიზნესმენები და პროპაგანდისტები

ამ ეტაპისთვის დასანქცირებულია 150-ზე მეტი მაღალი თანამდებობის პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ავრცელებს.

როგორც ორგანიზაცია გავრცელებულ ინფორმაციაში წერს, დასანქრიცებულ პირთა შორის არიან მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები, “ქართული ოცნების” დეპუტატები, მოსამართლეები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, მხარდამჭერი ბიზნესმენები და პროპაგანდისტები.

“ამ ეტაპისთვის დასანქცირებულია 150-ზე მეტი მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის არალეგიტიმური მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები, “ქართული ოცნების” დეპუტატები, მოსამართლეები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, მხარდამჭერი ბიზნესმენები და პროპაგანდისტები.

მათ საქართველოს გულშემატკივარი ქვეყნები მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების, არჩევნების გაყალბების და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლის გამო ასანქცირებენ.

იმისათვის, რომ დასანქცირების პროცესი შეჩერდეს და კრიზისი განიმუხტოს, უნდა შესრულდეს ორი მოთხოვნა - გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრები და დაინიშნოს ახალი არჩევნები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს