ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - „დრონების კოალიცია“ უკრაინას იანვრიდან სხვადასხვა ტიპის ათიათასობით დრონს მიაწვდის

"დრონების კოალიციის" და "საზღვაო კოალიციის" ქვეყნები "რამშტაინის" ფორმატის ფარგლებში იანვრიდან უკრაინისთვის დიდი რაოდენობით სხვადასხვა ტიპის დრონების მიწოდებას დაიწყებენ, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლუკ პოლარდმა განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია ათიათასობით დრონზე.

”შემიძლია დავადასტურო, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებაა მოსალოდნელი იანვარში - ჩვენ დავიწყებთ ათიათასობით დრონის მიწოდებას „საზღვაო“ და „დრონების“ კოალიციების მეშვეობით, რომლებსაც ხელმძღვანელობს გაერთიანებული სამეფო პარტნიორებთან -ნორვეგიასთან და ლატვიასთან ერთად”, - განაცხადა პოლარდმა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე არ ისაუბრა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო