მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ვადები გახანგრძლივდა

მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ვადები გახანგრძლივდა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა, გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პროცესი მიმდინარე თვის ბოლომდე, 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

„დღეის მდგომარეობით, აღწერის ფარგლებში გამოკითხულია 3 მილიონზე მეტი მოქალაქე, თუმცა პროცესი აქტიურად მიმდინარეობს დღესაც, რომლის დასრულებასაც კიდევ სჭირდება რამდენიმე დღე. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება პროცესის მიმდინარე თვის ბოლომდე გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. ასევე, პარალელურად გვინდა ავამოქმედოთ თვითრეგისტრაციის კითხვარი, რომლებიც მოქალაქეებს დამოუკიდებლად ელექტრონული კითხვარის შევსების შესაძლებლობას მისცემს“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

ცნობისთვის, 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა, თავდაპირველად, 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში მიმდინარეობდა. 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მონაცემები თვითრეგისტრაციის მეთოდით შეგროვდა, ხოლო 29 ნოემბრიდან - 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, მონაცემები შეგროვდა „საქსტატის“ ინტერვიუერების მიერ, კარდაკარის პრინციპით, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს