პაატა მანჯგალაძე - რაში სჭირდება გომელაურს ვიცე-პრემიერობა, კობახიძის მოადგილეობა რას მატებს ვინმეს? - ეს არის, ფაქტობრივად, ჩამოშლილი სისტემის ხელით შეკოწიწების მცდელობა

ეს არის, ფაქტობრივად, ჩამოშლილი სისტემის ხელით შეკოწიწების მცდელობა.გომელაურის ვიცე-პრემიერობა არაფერს ნიშნავს, მით უმეტეს არაღიარებული მთავრობის პირობებში, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შს მინისტრ ვახტაგ გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნას.

მანჯგალაძის თქმით, გომელაური ვიცე-პრემიერად ახლა მიზანმიმართულად დაინიშნა, რადგანაც „სისტემას ბზარები გაუჩნდა“.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ პოლიციაში ძალიან ბევრი პატაკია დაწერილი და ძალიან ბევრ ადამიანს უნდა წამოვიდეს პოლიციის სისტემიდან, უბრალოდ გომელაური არ უწერს ხელს. ახლა იმისთვის, რომ ეს მოძალადე სისტემა არ ჩამოიშალოს, რაღაც „ფოჩიანი კანფეტი“... რად უნდა გომელაურს, რაში სჭირდება ვიცე-პრემიერობა, კობახიძის მოადგილეობა რას მატებს ვინმეს? არაღიარებულ, არალეგიტიმურ მთავრობაში ვიცე-პრემიერობა საერთოდ რას ნიშნავს, ვერ ვხვდები. ეს, რისი ფასია იცით? საკუთარ მოქალაქეებს ძვლები რომ ჩაუმსხვრია, საკუთარ მოქალაქეებს რომ ცხვირი გაუტეხეს, წამლავდნენ ათი დღის მანძილზე, აი, ამის ფასია. ეს არის, ფაქტობრივად, ჩამოშლილი სისტემის ხელით შეკოწიწების მცდელობა. გომელაურის ვიცე-პრემიერობა არაფერს ნიშნავს, მით უმეტეს არაღიარებული მთავრობის პირობებში“, -განაცხადა მანჯგალაძემ.

მან ასევე ისაუბრა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსესა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მეორედ შეხვედრაზე.

მანჯგალაძის შეფასებით, მხოლოდ შემდეგი საკითხების გამო შეიძლება შეხვდნენ ევროპის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას - პირველი, მოითხოვონ პატიმრების დაუყოვნებლივი გათავისუფლება და მეორე - დათანხმდეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომ დანიშნოს ხელახალი არჩევნები „იმიტომ, რომ არანაირი აღიარება მათ ევროპიდან არ ექნებათ“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს