გერმანიის ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი, გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი და მათი თანმხლები პირები საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, სამხრეთ კავკასიაში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინატორი, რობინ ვაგენერი, გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი და მათი თანმხლები პირები საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

მათივე ცნობით, რობინ ვაგენერმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირთან დაახლოების პროცესი კვლავაც გაგრძელდება.

„ა.წ. 17 დეკემბერს, წმ. ბარბარეს ხსენების დღეს, საქართველოს საპატრიარქოს გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, სამხრეთ კავკასიაში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინატორი, რობინ ვაგენერი, გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი და მათი თანმხლები პირები ეწვივნენ.

მათ უმასპინძლეს: თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილეებმა: დეკანოზმა არჩილ ხაჩიძემ და იღუმენმა მიქაელმა (ბრეგვაძე), ასევე დეკანოზმა დავით ტატანაშვილმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. პროტოპრესვიტერმა გიორგიმ სტუმრებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის 13 დეკემბრის მიმართვა გააცნო და დასძინა, რომ ეკლესია მხარს უჭერს ტრადიციული და სულიერ-კულტურული ღირებულებების დაცვით ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.

რობინ ვაგენერმა მწუხარება გამოთქვა საქართველოში დღეს არსებული ვითარების გამო და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირთან დაახლოების პროცესი კვლავაც გაგრძელდება“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება