გია ვოლსკი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციებზე - რაც საქართველოსთან მიმართებაში ხდება, იქნება ეს ევროკავშირის ტრიბუნიდან თუ აშშ-ს ადმინისტრაციიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ წარმოშობილი ვითარების გამოძახილია

ყველაფერი, რაც საქართველოსთან მიმართებაში ხდება, იქნება ეს ევროკავშირის ტრიბუნიდან თუ აშშ-ს ადმინისტრაციიდან, გამოძახილია იმ მძიმე ვითარების, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ წარმოიშვა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მზად არიან, თუნდაც დღედღეზე წამსვლელ ადმინისტრაციასთან, თუნდაც მომავალ ადმინისტრაციასთან, თუნდაც ერთად - კონგრესსა თუ სენატში იმუშაონ, რომ ეს ურთიერთობა არათუ აღდგეს, არამედ დაუბრუნდეს იმ პოზიციას, რასაც თანასწორუფლებიანი პარტნიორი დამოკიდებულება ჰქვია.

„ყველაფერი, რაც საქართველოსთან მიმართებაში ხდება, იქნება ეს ევროკავშირის ტრიბუნიდან თუ აშშ-ს ადმინისტრაციიდან, ეს გამოძახილია იმ მძიმე ვითარებისა, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ წარმოიშვა. ომი მიმდინარეობს და საქართველო, რასაკვირველია, ერთ-ერთი ამ დიდი დაპირისპირების თეატრის სეგმენტია. რა საკვირველია, ამ შემთხვევაში საქართველოსგან მოითხოვება გარკვეული პოზიციის დაფიქსირება. გარკვეულ საკითხებზე ვთანხმდებით, რაღაც საკითხებზე პრინციპულად ვერ ვთანხმდებით და ეს ჩვენი ხელისუფლების მიმართ გარკვეულ გაღიზიანებას იწვევს. ხელისუფლება, რომელმაც გადაწყვიტა, რომ არ შევიდეს რუსეთთან დაპირისპირებაში, რაც საქართველოსთვის შეუქცევადი ნგრევის ტოლფასი იქნება. აქედან გამომდინარე, გასაგებია ეს დამოკიდებულება, მაგრამ ერთიც უნდა გვახსოვდეს - ჩვენ აშშ-დანაც ორპარტიული მხარდაჭერა გვჭირდება, ამიტომ მზად ვართ, თუნდაც დღედღეზე წამსვლელ ადმინისტრაციასთან, თუნდაც მომავალ ადმინისტრაციასთან, თუნდაც ერთად - კონგრესსა თუ სენატში ვიმუშაოთ, რომ ეს ჩვენი ურთიერთობა არათუ აღდგეს, არამედ დაუბრუნდეს იმ პოზიციას, რასაც თანასწორუფლებიანი პარტნიორი დამოკიდებულება ჰქვია. ამის წინაპირობა და გამოცდილება არსებობს და ამას ჩვენ ვიხილავთ, როგორც დროებით ნეგატიურ მოვლენას, რომელიც აუცილებლად პოზიტივებით შეიცვლება, როდესაც მსოფლიო პოლიტიკა გადალაგებას დაიწყებს და ორიენტირი მშვიდობაზე იქნება აღებული და არა იმ ომებზე, რომელიც ემატება და ემატება მსოფლიოს”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო და ისინი "გლობალური მაგნიტსკის" სიაში შეიყვანა. კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის "სპეციალურად განსაზღვრულ პირთა სია"-ში (SDN List) მოხვდნენ. SDN List-ი "ადამიანის უფლებებზე ანგარიშვალდებულების "მაგნიტსკის გლობალური აქტის" საფუძველზე შეიქმნა და 2017 წლიდან მოქმედებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს