გია ვოლსკი - ევროპის საბჭოს პრეზიდენტი არ წარმოადგენს ცალკე ინსტიტუტს, რომელიც თავისი შეხედულებებით მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებებს - ალენ ბერსეს ხედვა საგანგებოდ მნიშვნელოვანი იქნება

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი არ წარმოადგენს ცალკე ინსტიტუტს, რომელიც თავისი შეხედულებებით მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებებს - ალენ ბერსეს ხედვა საგანგებოდ მნიშვნელოვანი იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ევროპული საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე კომპეტენტური დონე, რომ ჩაიტანოს ნეიტრალური და ზუსტი ინფორმაცია ამ ფორუმზე განსახილველად და ქვეყნებთან ინფორმაციების, პოზიციების გასაცვლელად, ეს ინსტიტუტი და ალენ ბერსეა.

„ევროპის საბჭოს პრეზიდენტი არ წარმოადგენს ცალკე ინსტიტუტს, რომელიც თავისი შეხედულებებით მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებებს. ქვეყნების ის ჯგუფი, რომელიც ევროპის საბჭოს შეადგენს, არის განმაპირობებელი გარკვეული გადაწყვეტილებებისა. მაგრამ ყველაზე კომპეტენტური დონე, რომ ჩაიტანოს ნეიტრალური და ზუსტი ინფორმაცია ამ ფორუმზე განსახილველად და ქვეყნებთან ინფორმაციების, პოზიციების გასაცვლელად, არის ეს ინსტიტუტი და ფიგურა. ეს ადამიანი საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური გამოცდილების მატარებელია და რასაკვირველია, მისი ხედვა საგანგებოდ მნიშვნელოვანი იქნება.

არის კიდევ მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი მის ვიზიტში, რამაც ასე ააღელვა და ისტერიკა შეყარა ჩვენს ოპონენტებს - ოფიციალური დასტური იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება, ახალ პრეზიდენტთან შეხვედრაზეც იყო საუბარი, არ ვიცი ახლა როგორ გადაწყდება, მაგრამ ფაქტია, რომ გარკვეული ობსტრუქცია მოუწყვეს. რეალურად, მსოფლიო იმისკენ მიდის, რომ პოლიტიკური კონიუნქტურის გადალაგება იმოქმედებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. ძნელი, რთული პროცესი გველოდება, მაგრამ ამ პერსპექტივას დადებითი კუთხით ვუყურებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთოდ მსოფლიოს დაუდგება სერიოზული პრობლემა და გამოწვევა, რომელიც დიდი განსაცდელის ტოლფასი იქნება. საქართველო სჭირდება ევროპას, ევროპულ ქვეყნებს ისევე, როგორც საქართველოს სჭირდება ის ევროპა, რაზედაც არაერთხელ გაუკეთებია განცხადება საქართველოს ხელისუფლებას - ევროპა მაღალი დონის სტანდარტით, ადამიანის უფლებების სტანდარტით და ეკონომიკური მაჩვენებლებით, რისკენაც ჩვენ ინტენსიურად მივდივართ”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია