ევროსაბჭოს გენერალური მდივანი - გვაქვს მოლოდინი, რომ კანონი შეიცვლება, აქ დასასვენებლად ხომ არ ჩამოვსულვართ? - გვაქვს სიტყვები, დაპირებები, მაგრამ ეს ყველაფერი ფაქტი უნდა გახდეს - სამუშაო ჯგუფი 1 თვეზე ნაკლებ დროში შეიქმნება

გვაქვს მოლოდინი, რომ კანონი შეიცვლება. 3 დღეა აქ, დელეგაციასთან ერთად ვარ და ჩვენ აქ დასასვენებლად ხომ არ ჩამოვსულვართ? - გვაქვს სიტყვები, გაცემული დაპირებები, ვალდებულებები, მაგრამ ეს ყველაფერი ფაქტი უნდა გახდეს, - ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ პრესკონფერენციაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა ვადაზე, თუ როდის შეიძლება აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნას და თქვა, რომ 1 თვეზე ნაკლებ დროში მოხდება.

„გვაქვს მოლოდინი, რომ კანონი შეიცვლება. 3 დღეა აქ, დელეგაციასთან ერთად ვარ. ჩვენ აქ დასასვენებლად ხომ არ ჩამოვსულვართ? აქტიურად ვიმუშავეთ, შევხვდით ყველას და მივიღეთ დაპირება, რომ ჩვენ საბოლოოდ ვიმუშავებთ ერთობლივად შემდეგი კვირის განმავლობაში და დავიწყებთ კანონის ცვლილებას და რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ ეს შეიცვლება. ეს ნათელია. ასევე ნათელია ის, რომ გვაქვს სიტყვები, გაცემული დაპირებები, ვალდებულებები, მაგრამ ეს ყველაფერი ფაქტი უნდა გახდეს. დაგვჭირდება დრო. რა გინდათ, შუა დღესვე ვთქვათ სამუშაო ჯგუფში ვინ არის? ჩვენ უნდა მოვძებნოთ ექსპერტები. ჩვენი ექსპერტებიც იქნებიან, ისინი დაკავებულები არიან, ბევრს მუშაობენ. ამასთან, საშობაო არდადეგები იწყება. ვენეციის კომისიასაც ვერ მისცემ ასეთ მკაცრ დავალებას, რომ ხვალვე შეიკრიბონ. დავაორგანიზებთ. ეს არის კვირების ამბავი და არა წლების - 1 თვემდე ვადის. რა თქმა უნდა, გვინდა, ხარისხიანად გაკეთდეს ეს ყველაფერი და პროცესმა წინ დაიწყოს სვლა. პირველი წინსვლა იქნება ეს აღებული ვალდებულება, მკაფიო ვალდებულება. შევთანხმდით, რომ ეს გაკეთდებოდა. ვიმუშავებთ ექსპერტების მონაწილეობით და გვაქვს მოლოდინი, რომ რამდენიმე კვირაში კონკრეტულ აქტორებთან ერთად მუშაობის დაწყება შეგვეძლება“,- განაცხადა ბერსემ.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს განცხადებით, მთავრობისგან მიიღო დაპირება, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს შეცვლის, რისთვისაც სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. მისი თქმით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, რომელშიც ასევე, ჩართული იქნება ვენეციის კომისია და „მოხდება იმ ცვლილებების, იდენტიფიცირება, რომლებიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში“.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის