ზურაბ ჯაფარიძე - პატიმრობაში ალბათ, ვერ გამიშვებენ, რადგან თვლიან, რომ დეპუტატი ვარ - ალბათ, ჯარიმას და ან რამეს გამოიყენებენ

პატიმრობაში ალბათ, მე ვერ გამიშვებენ, რადგან ისინი თვლიან, რომ ჯერ დეპუტატი ვარ, იმის მიუხედავად, რომ განცხადება დაწერილი მაქვს. ალბათ, ჯარიმას და ან რამეს გამოიყენებენ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა, რომელიც 2 დეკემბერს, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე უნდა იმსჯელონ.

„მედავებიან ქუჩის გადაკეტვას და ბლოკირებას, რომელიც დილით მოხდა, როცა აქცია დაარბიეს და დარჩენილი მონაწილეები, ვინც ვიყავით, რუსთაველიდან ჭავჭავაძის ბოლომდე ავედით, სადაც ჩემი დაკავება მოხდა. მედავებიან იმას, რასაც სხვებს, 173-ე და 174-ე მუხლებს. ამ პროცესების შინაარსი ის არის, რომ მეტ-ნაკლებად აქტიური ტიპები ან ჯარიმებით გააჩერონ, ან ადმინისტრაციული პატიმრობით გააჩერონ, დააშინონ, მაშინ, როცა კადრები არსებობს, სადაც ნათლად ჩანს, რომ „ტიტუშკები“ როგორ უსწორდებიან მათ შორის ჟურნალისტებს, ისინი დასჯილები არ არიან, საქმეებსაც კი არ იძიებენ. ასეთი რეალობა გვაქვს, როცა ხელისუფლება კონსტიტუციის ჩარჩოებიდანაა გასული, პოლიცია, „ტიტუშკები“ და ორგანიზებული ჯგუფები ტანდემში მოქმედებენ. პატიმრობაში ალბათ, ვერ გამიშვებენ, რადგან ისინი თვლიან, რომ ჯერ დეპუტატი ვარ, იმის მიუხედავად, რომ განცხადება დაწერილი მაქვს, ალბათ, ჯარიმას და სხვა რამეს გამოიყენებენ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 174 პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობასა და გზის ხელოვნურად გადაკეტვას გულისხმობს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის