მამუკა ხაზარაძე - „მაგნიტსკის აქტით“ დასანქცირებული გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნა სხვა არაფერია, თუ არა იმის დემონსტრირება, რომ „ოცნება“ კრემლის მიერ მართული რუსული ძალაა

„მაგნიტსკის აქტით“ დასანქცირებული გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნა სხვა არაფერია, თუ არა იმის კიდევ ერთხელ დემონსტრირება, რომ „ოცნება“ არის კრემლის მიერ მართული რუსული ძალა საქართველოში, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“, რაც უფრო მეტ „სანქცირებულს დააწინაურებს, მეტად გამოაჩენს საკუთარ უსუსურობას“.

„ივანიშვილის არალეგიტიმურ მთავრობას უკვე ავტორიტარული რეჟიმის ოფიციალური სტატუსი აქვს - დემოკრატიულმა სამყარომ მათ სამუდამო იარლიყი ჩამოჰკიდა და მსოფლიო დამნაშავეებად ცნო დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ რუსული სტილით მოქმედებაში.

„მაგნიტსკის აქტით“ დასანქცირებული გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნა კი სხვა არაფერია, თუ არა იმის კიდევ ერთხელ დემონსტრირება, რომ „ოცნება“ არის კრემლის მიერ მართული რუსული ძალა საქართველოში, რადგან „მაგნიტსკის აქტი“ სწორედ პუტინის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ინსტრუმენტია.

ჩვენ, ქართველ ხალხს, ახლა რუსეთთან გადამწყვეტი ბრძოლა გვაქვს მოსაგები - ქვეყნის გათავისუფლება მოღალატეებისგან, კრიმინალებისგან და მოძალადეებისგან!

ერთი რამ კარგია, რაც უფრო მეტ სანქცირებულს დააწინაურებენ, მეტად გამოაჩენენ საკუთარ უსუსურობას და უფრო მალე მოხდება მათი ლუსტრაცია საკუთარ მხარდამჭერებში!“, - განაცხადა ხაზარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს