ირაკლი კობახიძე - თუ ვინმე დაგვისაბუთებს, რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში არის რაიმე უარყოფითი, რა თქმა უნდა, მზად ვართ ამ საკითხებზე მსჯელობისთვის - ასეთი ღიაობა ჩვენ დაფიქსირებული გვქონდა

თუ ვინმე დაგვისაბუთებს, რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში არის რაიმე უარყოფითი, რა თქმა უნდა, მზად ვართ ამ საკითხებზე მსჯელობისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ამ საკითხზე მსჯელობასთან მიმართებით ღიაობა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

„ჩვენ გვქონდა მსჯელობა კანონმდებლობაზე, მათ შორის მსჯელობა გვქონდა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი ღიაობა მსჯელობასთან მიმართებით. ჩვენ ღია ვართ მსჯელობისთვის. ასეთი ღიაობა ჩვენ დაფიქსირებული გვქონდა კანონის მიღების პროცესში, მისი მიღების შემდეგაც. კიდევ ერთხელ ვამბობთ, თუ ვინმე დაგვისაბუთებს, რომ ამ კანონში არის რაიმე უარყოფითი, რა თქმა უნდა, მზად ვართ ამ საკითხებზე მსჯელობისთვის, მათ შორის, მზად ვართ თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოს შესაბამის სტრუქტურებთან“,- განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!