ირაკლი კობახიძე - გვექნება 4 პარტიის უფროსებთან დიალოგი მომდევნო კვირების განმავლობაში - ჩვენი ოპოზიცია, 4 რადიკალური პარტია სინამდვილეში, მეორადი ძალები არიან, ჰყავთ საკუთარი პატრონი და გვირჩევნია მათთან გავმართოთ დიალოგი

უნდა დაგვისაბუთონ სად არღვევს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი სამართლებრივ პრინციპებს - სადაც დაგვისაბუთებენ ასეთ რამეს, რა თქმა უნდა, იქ მზად ვართ გადასინჯვისთვისაც,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს და მისი გზავნილები თანხვედრაშია.

„პრინციპში, მგონი, ჩვენი გზავნილები არ განსხვავდება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ღია ვართ დისკუსიისთვის ნებისმიერ ფორმატში. თუ კონკრეტული ფორმატი იქნება შექმნილი, შემოთავაზებული მათ შორის, ევროსაბჭოს მხრიდან, რა თქმა უნდა, აქაც ღია ვართ. აქ სრული თანხვედრაა ჩვენს გზავნილებს შორის.

რაც შეეხება კანონის გადასინჯვას, აქ არის ერთი რამ მთავარი - ჩვენ უნდა დაგვისაბუთონ სად არღვევს ეს კანონი სამართლებრივ პრინციპებს. სადაც დაგვისაბუთებენ ასეთ რამეს, რა თქმა უნდა, იქ მზად ვართ გადასინჯვისთვისაც. პრაქტიკულად, ვიმეორებთ იმას, რასაც ბატონი ბერსე ამბობს“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, რა თემებთან დაკავშირებით არის „ქართული ოცნება“ მზად ოპონენტებთან დიალოგისთვის, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „არ მგონია, მეორად ძალებთან რაიმე აზრი ჰქონდეს დიალოგს“.

„არ მგონია, მეორად ძალებთან რაიმე აზრი ჰქონდეს დიალოგს. ზოგადად, დიალოგი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენი ოპოზიცია, ეს ოთხი რადიკალური პარტია სინამდვილეში, მეორადი ძალები არიან. ჰყავთ საკუთარი პატრონი და ჩვენ, რა თქმა უნდა, გვირჩევნია მაგ პატრონებთან გავმართოთ დიალოგი, რასაც ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ აუცილებლად გვექნება ამ 4 პოლიტიკური პარტიის უფროსებთან დიალოგი მომდევნო კვირების განმავლობაში.

მათ შორის, საუბარი გვქონდა „დიფსთეითზე“ და ასეთ რაღაცებზე. დიდი იმედი გვაქვს, რომ თვის ბოლოდან სიტუაცია შეიცვლება. ეს მარტივი არ იქნება, რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპისთვისაც არ იქნება ადვილი „დიფსთეითის“ დამარცხება. თუ ის შეძლებს მის დამარცხებას, მაშინ შეიძლება აღარც გახდეს საჭირო დიალოგი და აღდგება სამართლიანობა მარტივად. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“,- განაცხადა კობახიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო