გორის მერია „გორელ ფოტოგრაფთა კლუბთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზებს განმარტავს

გორის მერია „გორელ ფოტოგრაფთა კლუბთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ ეს ხელშეკრულების პირობის თანახმად მოხდა.

ამ განცხადებით მუნიციპალიტეტი ეხმაურება „გორელ ფოტოგრაფთა კლუბის“ განცხადებას, რომ ხელშეკრულების გაწყვეტა პასუხია მათ ინსტალაციაზე „საომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის“.

უწყების ინფორმაციით, ხელშეკრულებაში წერია, რომ მუნიციპალიტეტს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს ჰქონდა შეთანხმების შეწყვეტის უფლება. მერიის განმარტებით, მუნიციპალიტეტი აღნიშნულ სივრცეში ინოვაციების ცენტრის მოწყობას გეგმავს.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გორის მუნიციპალიტეტის მერია ეხმაურება მედიისა და ა(ა)იპ გორელ ფოტოგრაფთა კლუბის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

ლომჭაბუკთან არსებული მუნიციპალური სივრცე უზუფრუქტით ჰქონდა გადაცემული ა(ა)იპ გორელ ფოტოგრაფთა კლუბს.

კლუბს ხელშეკრულება შეუწყდა ამ დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტის შესაბამისად, სადაც ცალსახად წერია, რომ მუნიციპალიტეტს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს ჰქონდა შეთანხმების შეწყვეტის უფლება. გორის მერიის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტი აღნიშნულ სივრცეში გეგმავს ინოვაციების ცენტრის მოწყობას ახალგაზრდებისთვის, რომელიც აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით, 3D პრინტერით, ლაზერული ჭრისა და გრავირების აპარატით, ინტერაქტიური სმარტ დაფით, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების განვითარებას. ცენტრში მოეწყობა საგანმანათლებლო აქტივობები, ჩატარდება ტრენინგ-სემინარები და ეს იქნება სივრცე სტარტაპების, იდეური გაერთიანებებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებაში დარღვეულია ხელშეკრულების ერთ - ერთი პირობაც, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტის კიდევ ერთი მიზეზი გახდა - ა(ა)იპსს ხელშეკრულების მიხედვით უნდა განეხორციელებინა ელექტროენერგიის განმხოლოება (ცალკე აბონენტად აყვანა) და კომუნალური გადასახადების გადახდა, რაც არაა შესრულებული“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, „გორელ ფოტოგრაფთა კლუბი“ ხელშეკრულების გაწყვეტაზე გორის მერიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და სამართლებრივ დავას აპირებს. ისინი მუნიციპალიტეტის მიერ მათთვის დასახელებულ მიზეზებს აბსურდულს უწოდებს.

„ხელოვნების სახლის რეზიდენტებმა 16 ნოემბერს გავხსენით კოლაბორაციული გამოფენა, რომელიც იყო რეფლექსია მიმდინარე პროტესტებზე და აერთიანებდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე პროტესტის მონაწილეების მიერ გამოყენებულ ფრაზებს.

ინსტალაციის გახსნიდან ზუსტად 5 დღეში გორის მერიისგან მივიღეთ წერილი, რომელიც გვთხოვდა 2 თვის წინ განახლებული უზუფრუქტის ხელშეკრულების შეწყვეტას, აბსურდული მიზეზით, თითქოს მერიას სჭირდება ხელოვნების სახლის სივრცე, რადგან “მუნიციპალიტეტს არ გააჩნია სხვა შესაბამისი ქონება“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია