ირაკლი ქადაგიშვილი - აღმოჩნდა, რომ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით თურმე შეიძლება საგნობრივი საუბარი, მათ შორის ევროპის მხრიდანაც - ჩვენ ყოველთვის ვიყავით ამ საგნობრივი საუბრის მომხრე

ის კლიშე, რომ გამჭვირვალობა არის რუსული მოვლენა, დამღუპველია, საერთოდ აბსურდში შევდივართ - დღეს აღმოჩნდა, რომ ამ კანონთან დაკავშირებით თურმე შეიძლება საგნობრივი საუბარი, მათ შორის ევროპის მხრიდანაც, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ იქნება კონკრეტული არგუმენტი, რომლითაც გამჭვირვალობის საკითხის გადაჭრა ოპოზიციისთვის გასაგები და მისაღები ფორმით იქნება მიღებული, ასეთ საუბარსა და მსჯელობაზე თანახმა არიან.

“ამ კანონთან [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] დაკავშირებით “ქართული ოცნება” - იქნება ეს მთავრობა თუ საპარლამენტო გუნდი, სულ ამბობდა, რომ ვინმე დაჯდეს და კანონთან დაკავშირებით გვესაუბროს. ანუ, ის კლიშე, რომ გამჭვირვალობა არის რუსული მოვლენა, დამღუპველია, საერთოდ აბსურდში შევდივართ. დღეს აღმოჩნდა, რომ ამ კანონთან დაკავშირებით თურმე შეიძლება საგნობრივი საუბარი, მათ შორის ევროპის მხრიდანაც. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ამ საგნობრივი საუბრის მომხრე ნებისმიერ კანონთან დაკავშირებით, რაზეც პირდაპირ ხდებოდა ხოლმე კანონის ან კანონპროექტის შერაცხვა, დაბულინგება და შავრაზმულ თემად გამოცხადება. ჩვენ სულ ვამბობდით, რომ თუ შეიძლება არგუმენტებით ვიმსჯელოთთქო. თუ იქნება კონკრეტული არგუმენტი, რომლითაც გამჭვირვალობის საკითხის გადაჭრა მათთვის გასაგები და მისაღები ფორმით იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ასეთ საუბარსა და მსჯელობაზე თანახმა ვართ”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, მთავრობისგან მიიღო დაპირება, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს შეცვლის, რისთვისაც სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს