სალომე ზურაბიშვილი თანამდებობის დატოვების შესახებ დასმულ კითხვაზე - უკან დახევა იქნება იმ ხალხის ღალატი, რომელიც ქუჩებში დგას

უკან დახევა იქნება იმ ხალხის ღალატი, რომელიც ქუჩებში დგას. მე არ ვარ ის, ვინც ადამიანებს ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდებს, მე ვარ ის, ვინც მათ წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იტალიის სენატში განაცხადა, როდესაც მან უპასუხა სენატორის შეკითხვას, არის თუ არა იმ პოზიციაზე, რომ პრეზიდენტის პოსტის დატოვებას არ აპირებს.

მისი თქმით, პრეზიდენტს საქართველოში აღმასრულებელი ძალაუფლება არ გააჩნია.

„მე ვარ გარკვეული კავშირი, სიმბოლო და ამ ხალხს ქუჩებში სჭირდება ეს სიმბოლო. ეს არის ასევე სტაბილურობის ფორმა. ასევე ჩვენმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, ვისთან შეიძლება ისაუბრონ, რადგან არის ბევრი პოლიტიკური პარტია, არის ბევრი ახალი ფორმა და ძალა, რომელიც ჩნდება ქუჩის პროტესტიდან. ასე რომ, ერთი ტელეფონი უნდა არსებობდეს ქართული საზოგადოების ამ ძალიან ფართო სპექტრთან სასაუბროდ და ამ საზოგადოებას მხარი უნდა დაუჭირონ და მათ მხარი ჩემი მეშვეობით უნდა დაუჭირონ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები