ლევან მახაშვილი - ოპოზიცია რომ ამ პროცესის მიმართ დესტრუქციას მოაწყობდა, ალენ ბერსეს ვიზიტის დაწყებისას ჩანდა - არ გაგვიკვირდება, თუ მას უახლოეს მომავალში შერაცხავენ, როგორც რუსეთის აგენტს და რუსეთუმეს

ოპოზიცია რომ ამ პროცესის მიმართ ყველანაირ დესტრუქციას მოაწყობდა, ამ ვიზიტის დაწყებისას ჩანდა - სამწუხაროდ, არ გაგვიკვირდება, თუ ამ ადამიანს უახლოეს მომავალში შერაცხავენ, როგორც რუსეთის აგენტს და რუსეთუმეს, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა დიალოგთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ალენ ბერსეს ვიზიტით პირველი ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ საჭირო მხარეებს შორის დიალოგი შედგეს და პროცესი ნორმალურ ვითარებას დაუბრუნდეს.

„იმის მოლოდინი და სურვილი გვქონდა, რომ საქართველოში ევროპის საბჭოს მდივნის ვიზიტი ხელს შეუწყობდა იმას, რომ ქვეყანაში პროცესები ჯანსაღ გარემოში და პროცესში დაბრუნებულიყო. ეს იმედი და მოლოდინი ჯერჯერობით მართლდება, თუმცა ეს პროცესის დასასრული არ არის. მისი ვიზიტით პირველი ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ საჭირო მხარეებს შორის დიალოგი შედგეს და პროცესი ნორმალურ ვითარებას დაუბრუნდეს. ამ თვალსაზრისით მხარი დავუჭირეთ მის სურვილს, რომ დიალოგი დაწყებულიყო. მზად ვართ, რომ ეს დიალოგი ამავე შემართებით გავაგრძელოთ.

ოპოზიციის სტრატეგიაა, რომ ყველანაირი შესაძლებლობა და გზა დახურონ დიალოგისკენ, რათა მაქსიმალურად მოხდეს ხელისუფლების თუ არჩევნების დელეგიტიმაცია და ყველანაირი საერთაშორისო კომუნიკაცია შეიზღუდოს. რა თქმა უნდა, ისინი გაწბილებული არიან. ოპოზიცია რომ ამ პროცესის მიმართ ყველანაირ დესტრუქციას მოაწყობდა, ამ ვიზიტის დაწყებისას ჩანდა. სამწუხაროდ, არ გაგვიკვირდება, თუ ამ ადამიანს უახლოეს მომავალში შერაცხავენ, როგორც რუსეთის აგენტს და რუსეთუმეს. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ამისთვის მზად ვარ“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ საქართველოში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “როგორც უმრავლესობა, ისე ოპოზიცია ვალდებულია, რომ გახსნას დიალოგი და ჩაერთოს მასში.

მისი თქმით, ევროპის საბჭო მზად არის, ხელი შეუწყოს ასეთ დიალოგს.

ბერსეს განცხადებითვე, დემოკრატია ვერ იარსებებს ასეთი არასათანადო მოპყრობისა და მუდმივი კონფრონტაციის პირობებში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს