მამუკა ხაზარაძე - ეს არის ეუთო/ოდირის ყველაზე ნეგატიური დასკვნა ქართული არჩევნების ისტორიაში!

ეს არის ეუთო/ოდირის ყველაზე ნეგატიური დასკვნა ქართული არჩევნების ისტორიაში! - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეუთო/ ოდირის საბოლოო ანგარიშს ეხმაურება.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პირველად ქართული არჩევნების შეფასებისას ეუთო/ოდირის ანგარიშში არ არის ნახსენები სიტყვები: „სამართლიანი და თავისუფალი და ეს არის არაღიარება“.

„საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ შედგა! ეს არის ეუთო/ოდირის ყველაზე ნეგატიური დასკვნა ქართული არჩევნების ისტორიაში!

პირველად ქართული არჩევნების შეფასებისას არ არის ნახსენები სიტყვები: სამართლიანი და თავისუფალი - ეს არის არაღიარება! ეს არის „ქართული ოცნების“ კრახი!

ეუთო/ოდირის მანდატი არ გულისხმობს არჩევნების ლეგიტიმურობის დადგენას. ის ამბობს, რომ საზოგადოებამ თავად უნდა გამოიტანოს დასკვნა, აქვს თუ არა ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ - ქართული საზოგადოების დასკვნა და ნდობა უკვე 23 დღეა ნათლად ჩანს რუსთაველზე, თბილისის ქუჩებში და მთელ საქართველოში იმ პროტესტით, რომელსაც ჩვენ ვაფიქსირებთ!

დასკვნა: ეს იყო რუსული სპეცოპერაცია! არჩევნები მიითვისეს! ხელისუფლება არალეგიტიმურია!

ახალი არჩევნები! სხვა გამოსავალი არ არის! საქართველოს რუსეთში არ გავატანთ!“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს