ნონა ქურდოვანიძე - დაშინების და ზეწოლის გარემოში, სადაც ხმის ფარულობა სისტემურად ირღვეოდა, ხოლო საარჩევნო დავები არ წყდებოდა სამართლიანი პროცედურების დაცვით, ეუთო ვერ იტყოდა, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო და არც თქვა

ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასებამ დაადასტურა ყველა ის დარღვევა, რომლის სისწორე საქართველოს მოსახლეობამ საკუთარი გამოცდილებით ყველაზე კარგად იცის და დადასტურებულია კეთილსინდისიერი ადგილობრივი მისიების, მათ შორის, საიას, შეფასებებით, - ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, "დაშინების და ზეწოლის გარემოში, სადაც ხმის ფარულობა სისტემურად ირღვეოდა, ხოლო საარჩევნო დავები არ წყდებოდა სამართლიანი პროცედურების დაცვით, ეუთო ვერ იტყოდა, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო და არც თქვა".

"მიუხედავად იმისა, როგორ ეცდებიან ამ შეფასების ინტერპრეტაციას, ანგარიშის წაკითხვა ყველას შეუძლია. თარგმანიც დაიდება. ლეგიტიმურობის შეფასება ეუთოს მანდატში არ შედის და ამას ხალხი თავად აკეთებს", - წერს ნონა ქურდოვანიძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს