გიგი წერეთელი - ეუთო/ოდირის დასკვნა კიდევ უფრო ამყარებს მოსახლეობის მოთხოვნას, რომ ხელახალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს

პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით მძიმე დასკვნებია, დარღვეულია თანასწორობა, არსებობს ხელისუფლების სასარგებლოდ აბსოლუტური დისბალანსი და ყველაზე მთავარი ფარულობა. ხაზგასმულია, რომ ვიდეო კონტროლისა და სხვა კონტროლის მეშვეობით, მოქალაქეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ხმა მიეცათ შიშის, შურისძიებისა და დასჯის შიშის გარეშე. პრაქტიკულად ის სტანდარტები, რომელიც მსოფლიოში არსებებს, დასკვნის მიხედვით არის დარღვეული და არ შეესაბამება არც დემოკრატიულ პრინციპებს, არც ვალდებულებებს, რომელიც საქართველოს როგორც ეუთოს წევრ ქვეყანას აქვს აღებული,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა, ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ეუთო/ოდირის დასკვნას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, დასკვნა კიდევ უფრო ამყარებს მოსახლეობის მოთხოვნას, რომ ჩატარდეს ხელახალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

„ეუთო/ოდირის დასკვნა ძალიან მკაფიოა და არ სჭირდება მაღალი ინტელექტი, რომ ზუსტად წავიკითხოთ ის, თუ რა წერია ამ დასკვნაში. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ეს ყველაზე მაღალი ინსტანციაა საარჩევნო აუდიტის თვალსაზრისით, ამ დასკვნით იხელმძღვანელებს ყველა მნიშვნელოვანი ინსტიტუტი თუ სახელმწიფო, რომელიც კიდევ ერთხელ შეაფასებს ამ არჩევნებს, თუმცა ეს შეფასებები დიდი ხანია ვიცით.

ამ დასკვნაში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული - თუ რა ტიპის დარღვევები იყო. პრაქტიკულად ყველა მიმართულებით მძიმე დასკვნებია, დარღვეულია თანასწორობა, არსებობს ხელისუფლების სასარგებლოდ აბსოლუტური დისბალანსი და ყველაზე მთავარი ფარულობა. ხაზგასმულია, რომ ვიდეო კონტროლისა და სხვა კონტროლის მეშვეობით, მოქალაქეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ხმა მიეცათ შიშის, შურისძიებისა და დასჯის შიშის გარეშე. პრაქტიკულად ის სტანდარტები, რომელიც მსოფლიოში არსებებს, დასკვნის მიხედვით არის დარღვეული და არ შეესაბამება არც დემოკრატიულ პრინციპებს, არც ვალდებულებებს, რომელიც საქართველოს როგორც ეუთოს წევრ ქვეყანას აქვს აღებული.

ეუთო/ოდირი მოსახლეობას აძლევს საშუალებას, რომ თვითონ გადაწყვიტონ ცნოს თუ არა არჩევნების ლეგიტიმაცია. ის მოსახლეობას ფაქტების შესახებ აწვდის ინფორმაციას და ობიექტურ სურათს, თუ რა მოხდა და როგორ წარიმართა არჩევნები. ის რომ ჩვენი მოქალაქეები, ათიათასობით მოქალაქე არჩევნების შემდგომ მუდმივ პროტესტშია, ეს მეტყველებს თუ როგორ მიიღო საზოგადოებამ ეს არჩევნები,როგორ შეაფასა და მისცა თუ არა ლეგიტიმაცია“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია