„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი“ EQAR-ის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

EQAR-ის გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ - რეკომენდაციების დიდი ნაწილი, რომელიც ჰქონდათ, გამოსწორებულია, რჩება გარკვეული საკითხები, რაზეც მუშაობას ვაგრძელებთ და აუცილებლად უზრუნველვყოფთ, რომ EQAR-ის რეგისტრაცია ცენტრს რაც შეიძლება მალე აღუდგეს, - ამის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მარგიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გასაჩივრებისთვის ცენტრს 20-დღიანი, სააპელაციო კომიტეტს კი განხილვისთვის 60-დღიანი ვადა აქვს.

მარგიშვილის განმარტებით, თუ სააპელაციო კომიტეტი არ გაითვალისწინებს ცენტრის არგუმენტებს, EQAR-ისგან დამატებით შეფასებას მოითხოვენ.

„აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ვგეგმავთ. ამისთვის, ჩვენს ორგანიზაციას 20-დღიანი ვადა აქვს. შემდეგ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები 60 დღის ვადაში განიხილავენ ჩვენს საჩივარს. დაველოდებით სააპელაციო კომიტეტის გადაწყვეტილებას და შესაბამისად ვიმოქმედებთ. თუ სააპელაციო კომიტეტი არ გაითვალისწინებს ჩვენს არგუმენტებს, რომლებსაც წარვუდგენთ, მოვითხოვთ EQAR-ისგან დამატებით შეფასებას.

რეკომენდაციების დიდი ნაწილი, რომელიც EQAR-ის, ENQA-ს წარმომადგენლებს ჰქონდათ, გამოსწორებულია, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, 2024 წლის ზაფხულში განხორციელდა. რჩება გარკვეული საკითხები, რაზეც მუშაობას ვაგრძელებთ და აუცილებლად უზრუნველვყოფთ, რომ EQAR-ის რეგისტრაცია ცენტრს რაც შეიძლება მალე აღუდგეს. რაც შეეხება ENQA-ს, ცენტრს ასოციაციის წევრობა არ შესჩერებია. ჩვენ კვლავ ENQA-ს სრული წევრი ორგანიზაცია ვართ და მათი პროცედურების მიხედვით, თუ მათი წევრი ორგანიზაცია რომელიმე სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, არ უწყვეტენ ასოციაციის წევრობას, დამატებით 2-წლიან ვადას აძლევენ რეკომენდაციებს გამოსასწორებლად და ასოციაციის წევრობის გასაგრძელებლად. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ EQAR-ში რეგისტრაციის შეჩერება, საქართველოში გაცემული კვალიფიკაციების, დიპლომების აღიარებას არ უკავშირდება, ასევე არ უკავშირდება სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებს. ჩვენი ორგანიზაცია 2018 წლიდან არის სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის წევრი ორგანიზაცია. შესაბამისად, მანამდე მოვიპოვეთ ამ ორგანიზაციის წევრობა, ვიდრე ENQA-ს და EQAR-ის წევრი ორგანიზაცია გავხდებოდით, აქედან გამომდინარე არც სამედიცინო განათლების მიმართულებით შეძლება ითქვას, რომ რაიმე ტიპის დაბრკოლება შეიძლება შეექმნათ ჩვენს ადგილობრივ საერთაშორისო სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ მედიცინის პროგრამებზე სწავლობენ“,- განაცხადა ლაშა მარგიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის