„სვანური კოშკი არასდროს იქნება „ბაშნია“, „მაიტა ევროპა-მეთქი“, „მთავრობა, ვერ გევიგე?!“ -  ამ ლოზუნგებით თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე რამდენიმე აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს

„სვანური კოშკი არასდროს იქნება „ბაშნია“, „მაიტა ევროპა-მეთქი“, „მთავრობა, ვერ გევიგე?!“, „მაგი არაა მასე“, - ამ ლოზუნგებით თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად რამდენიმე აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.

მოქალაქეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

ამ მოთხოვნას შეუერთდნენ და მსვლელობა მოაწყვეს კახა ბენდუქიძის კამპუსის წევრებმა. მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა პედაგოგებმა, რომლებიც სიმბოლურად მივიდნენ ვასო აბაშიძის თეატრთან და სოლიდარობა გამოუცხადეს პატიმრობაში მყოფ მსახიობს ანდრო ჭიჭინაძეს.

თბილისში აქცია-მსვლელობა მოაწყვეს ქუთაისელებმაც.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მთავარი სათქმელია „დე ფაქტო მთავრობის გადადგომა, ახალი არჩევნების დანიშვნა და ყველა პოლიტიკურ პატიმრის გათავისუფლება“.

ხელახალი არჩევნების მოთხოვნით ფილარმონიასთან შეიკრიბნენ სვანებიც.

ისინი მსვლელობით პარლამენტთან დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან. დემონსტრანტებს ფილარმონიასთან სხვადასხვა წარწერებით ბანერები აქვთ მიტანილი: „სვანეთში შუქი არ გვაქვს, მაგრამ არ ბნელა“, „ბრძოლა თავისუფლებისთვის ჩვენი წესია“, „მწამს უბატონო სვანეთი არც რუსს დაისვამს ბატონად“, „მაიტა ევროპა-მეთქი“, „ჩემი დელიკა უშგულში „გრუპას“ არ აიყვანს“, „სვანური კოშკი არასდროს იქნება „ბაშნია“,

გარდა ამისა, დღის განმავლობაში აქცია მსვლელობა კიდევ არის დაგეგმილი თბილისში სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლების მიერ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს