სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები მივიდნენ.

არსებული ინფორმაციით, საუბრის თემა ეუთო/ოდირის დასკვნა იქნება.

როგორც პრეზიდენტთან შესვლამდე პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ეუთო/ოდირის დასკვნა საქართველოსთან მიმართებთ ყველაზე მძიმეა, რაც აქამდე დაწერილა.

„შეხვედრის მიზანზე შეხვედრის შემდეგ შემეძლება საუბარი, რაც შეეხება ეუთო-ს დასკვნას, საბოლო ვერსია ბევრად მძიმეა, ვიდრე წინასწარი დასკვნა. ყველაზე უფრო მძიმე დასკვნაა, რაც ოდესმე საქართველოსთან დაკავშირებით დაწერილა, ეს იმას ადასტურებს, რასაც ვამბობდით, რომ ეს იყო ყველაზე ცუდად ჩატარებული არჩევნები, რეალურად, ქართველი ხალხის ნება არ გამოხატა, ვფიქრობ, ეს დასკვნა ამის დასტურია. პროცესები როგორ გაგრძელდება, ეს დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გამოჩნდება“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი 18:00 საათზე ბრიფინგს მართავს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები