ირაკლი ანდღულაძე - 2024 წელს ნაძალადევის რაიონში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტებისთვის 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა

2024 წელს ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამებისთვის, ჯამში, 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, - ამის შესახებ ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ანდღულაძემ გამგეობის საქმიანობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

გამგებელმა ყურადღება მიმდინარე წლის მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა და მომავალი წლის გეგმებზეც ისაუბრა.

„საგზაო ინფრასტრუქტურა 87 ათას კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა; კაპიტალური და ფრაგმენტული საგზაო სამუშაოები - 154 მისამართზე შესრულდა; სანიაღვრე ქსელი 5 მისამართზე მოეწყო; გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა 18 მისამართზე განხორციელდა; საბავშვო-გასართობი ატრაქციონები 10 მისამართზე დამონტაჟდა; სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთება-რეაბილიტაცია 62 მისამართზე განხორციელდა; 8 სპორტული მოედანი სრულად რეაბილიტირდა, კიდევ 2 მისამართზე დაზიანებები შეკეთდა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს 192 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა. მათ შორის, 51 საცხოვრებელ კორპუსში სახურავი შეკეთდა; 43 კორპუსში ლიფტის რეაბილიტაცია განხორციელდა და 38 მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა“, - აღნიშნა რაიონის გამგებელმა.

მისივე ინფორმაციით, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარებების პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 18 000-ზე მეტი ბენეფიციარი დაფინანსდა. ასევე, 2024 წელს ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 7 კულტურულ-სპორტული და შემეცნებითი ღონისძიება ჩაატარა, საახალწლო ღონისძიება კი წლის ბოლოს ჩატარდება.

გამგეობის მიმდინარე წლის ბიუჯეტი, ისევე, როგორც 2025 წლის, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და კეთილდღეობაზე არის ორიენტირებული.

პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, პარლამენტის წევრი ირაკლი ხელაძე, დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს