"ხორუმით ევროპისკენ" - ამ ლოზუნგით ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით მსვლელობას მართავენ - იგეგმება პარლამენტამდე ცეკვით მისვლა

"ხორუმით ევროპისკენ" - ამ ლოზუნგით ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან ქართველი მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.

არსებული ინფორმაციით, ისინი ოპერასთან გაჩერდებიან, საიდანაც ცეკვით პარლამენტამდე მივლენ.

გზის სავალ ნაწილზე მდგომი ავტომანქანები სიგნალებით დემონსტრანტების მხარდაჭერას გამოხატავენ. ამასთან, ისმის შეძახილები, "საქართველოს გაუმარჯოს".

დღეს, მთელი დღის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები - ქუთაისელები, აჭარლები, რაჭველები, მეგრელები, სვანები, მესხები - სხვადასხვა ლოკაციებზე იკრიბებოდნენ და ქალაქის ქუჩებში მსვლელობებს მართავდნენ, საბოლოოდ კი, ყველანი პარლამენტთან მივლენ.

დემონსტრანტები მიმდინარე აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

ამ მოთხოვნას შეუერთდნენ და მსვლელობა მოაწყვეს კახა ბენდუქიძის კამპუსის წევრებმა, ასევე პედაგოგებმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს