„ხორუმით ევროპისკენ“ -  ამ ლოზუნგით ქართველი მოცეკვავეები პარლამენტთან ხორუმის ცეკვით მივიდნენ

„ხორუმით ევროპისკენ“ - ამ ლოზუნგით ქართველი მოცეკვავეები პარლამენტთან ხორუმის ცეკვით მივიდნენ.

მათ საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.

აქციის მონაწილეებს მოცეკვავეებისთვის სპეციალურად დერეფანი ჰქონდათ გაკეთებული.

მოცეკვავეების ხორუმი დღეისთვის ბოლო პერფორმანსია. შესაბამისად, პარლამენტთან აქცია დაიწყო.

როგორც მოცეკვავეების პერფორმანსის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ომიკო ხოფერიამ განაცხადა, ისინი შეიკრიბნენ იმისთვის, რომ აჩვენონ მსოფლიოს, თუ ვინ არიან და რისთვის იბრძვიან.

მისივე თქმით, "საქართველოს ადგილი არის ევროპაში და იქ გაწევრიანებით ქართველობას არ დავკარგავთ".

როგორც ხოფერიამ აღნიშნა, მოცეკვავეები უერთდებიან მოთხოვნას გაანათვლინებდნენ "რეჟიმის ტყვეები" და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.

ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე, ნაძვის ხის წინ, აქციის მონაწილეებს წრე აქვთ გაკეთებული, სადაც ქართველი მოცეკვავეები სხვადასხვა ცეკვას ასრულებენ.

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილი აქვთ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში დღეს 20-ზე მეტი აქცია-მსვლელობა გაიმართა. საბოლოოდ კი, პროტესტის მონაწილეები პარლამენტთან შეიკრიბნენ.

მოქალაქეები უკვე 24-ე დღეა, რაც საპროტესტო აქციებს მართავენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნა.

ცნობისთვის, მასშტაბური აქციები "ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს