ოზურგეთში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს

ოზურგეთში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.

ისინი გურიის პოლიციის სამმართველოს შენობასთან შეიკრიბნენ და თბილისში, საპროტესტო აქციების დროს დაშავებული ადამიანების ფოტოები მიიტანეს.

აქციის მონაწილეთა მთავარი გზავნილი იყო საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება.

„შევახსენებ პოლიციას, რომ ქართული სახელმწიფოებრიობისთვის არ არის მხოლოდ უწყება, რომელიც პარტიას უნდა ემსახუროს. პარტიულ ინტერესს არ უნდა ემსახუროს ძალოვანი უწყება, რომელიც უმოწყალოდ უსწორდება ახალგაზრდებს ქუჩაში, არღვევს თვითონ კანონს. კანონდარღვევაზე, ჟურნალისტებზე ძალადობაზე ხუჭავს თვალს. ეს არის ის მძიმე მოცემულობა რაც უფრო მეტ უკანონობაში გადადის, როდესაც პოლიცია არის უმოქმედო. სამწუხაროდ, მათი მინისტრი დასანქცირდა და ეს ქვეყნისთვისაც არის პრობლემა, როგორც თავად გომელაურისთვის. ამ ადამიანებს მოვუწოდებ, ემსახურონ ფიცს, რაც დადეს ქვეყნის წინაშე და არა კონკრეტული ინტერესების გამტარებლები იყვნენ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციაზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები. დასასრულ, აქციის მონაწილეებმა ფოტოები გურიის პოლიციის სამმართველოს შენობის წინ დატოვეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს