ბათუმში ასლან აბაშიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, მამია ვარშანიძის ქუჩიდან ჟიული შარტავას გამზირის მიმართულებით ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი ითვალისწინებს გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩისა და პირველი ჩიხის სრულ რეაბილიტაციას.

ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე სამუშაოებს ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი გაეცნო.

„ბათუმისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის, გენ. ასლან აბაშიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავათვალიერეთ. უკვე სრულად მოეწყო სანიაღვრე სისტემა, საგზაო ინფრასტრუქტურა, ტროტუარები და ბორდიურები, განახლდა გარეგანათება. გარკვეულ მონაკვეთებზე წელსვე დასრულდება სამუშაოები, მაისამდე კი, სრულად განხორციელდება გენ. ასლან აბაშიძის პირველი ჩიხის კეთილმოწყობა. საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მომავალ წელსაც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება. გარდა იმისა, რომ არსებული ქუჩების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია განხორციელდება, ასევე გათვალისწინებული გვაქვს ახალი ქუჩების მშენებლობა, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის სამომავლო განვითარებისათვის“, - აღნიშნა ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა.

ბათუმის მერიის განმარტებით, პროექტის ჯამური ღირებულება 5 მილიონ ლარს აღემატება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია