თამთა მეგრელიშვილი - ევროკავშირი მხოლოდ ფასადად სჭირდებათ, რომ კვლავ გამეფდნენ საქართველოში, როგორც მიშას "დემოკრატიის შუქურად" შეფუთულ აზიატურ სახანოში იყვნენ

ოპოზიცია თავის დროზე წინააღმდეგი იყო საქართველოსთვის ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების, მერე წინააღმდეგი იყო საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი მოეცათ, მერე უხაროდათ, რომ კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად არ მოგვცეს და როცა მაინც მოგვცეს, ყვიროდნენ არ ვართ ღირსიო, - წერს "ხალხის ძალის" წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

"გავაანალიზოთ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები: ოპოზიცია თავის დროზე წინააღმდეგი იყო საქართველოსთვის ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების, მერე წინააღმდეგი იყო საქართველოსთვის უვიზო

რეჟიმი მოეცათ, მერე უხაროდათ, რომ კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად არ მოგვცეს და როცა მაინც მოგვცეს, ყვიროდნენ არ ვართ ღირსიო, ახლა ყოველდღე მიმართავენ ევროპას - სანქციები შემოიღეთ, ფული გააჩერეთ, უვიზო რეჟიმი გააუქმეთო.

ლოგიკურია, როცა პრემიერმა თქვა, 2028 წლამდე ევროკავშირს აღარ მივმართავთ წევრობაზე მოლაპარაკების გახსნისთვისო (თან ევროკავშირმა თვითონვე განაცხადა 2030 წლამდე ახალ წევრებს აღარ მივიღებთო), ოპოზიცია ძალიან კმაყოფილი უნდა ყოფილიყო, განა წლებია თვითონ არ ითხოვენ ამ ყველაფერს, რაც ზევით ჩამოვთვალეთ? მაგრამ პირიქით აყვირდნენ, ხელისუფლება უნდა დავამხოთ და ჩვენ უნდა მოვიდეთ, 2030 წლამდე გაფართოება შეჩერებულ ევროკავშირს რატომ არ ვთხოვთ გაფართოებას 2028 წლამდეო.

ეს აბსურდი ან არითმეტიკული კრეტინიზმით აიხსნება, ან ევროკავშირი მხოლოდ ფასადად სჭირდებათ, რომ კვლავ გამეფდნენ საქართველოში, როგორც მიშას "დემოკრატიის შუქურად" შეფუთულ აზიატურ სახანოში იყვნენ", - წერს მეგრელიშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს