ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილს 29 დეკემბერს მოუწევს თანამდებობის დატოვება, ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა, თუ გარეთ - მგონია, ეყოფა გონიერება

სალომე ზურაბიშვილს 29 დეკემბერს მოუწევს თანამდებობის დატოვება. ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა, თუ გარეთ - მგონია, მას ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა განმარტა, ამ 1 კვირის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი ვერაფერს გააკეთებს.

„1 კვირაც აღარ აქვს დარჩენილი საკუთარ თანამდებობაზე ზურაბიშვილს. ამ 1 კვირის განმავლობაში ვერაფერს გააკეთებს, მართალია ზოგი ევროპელი პოლიტიკოსი და ჩინოვნიკი აცხადებს, რომ 29 დეკემბრამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ არავითარი ბევრი რამ არ მოხდება. Deep state საქართველოში ვერ გაიმარჯვებს, რადიკალური ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს. 29-ში მოუწევს თანამდებობის დატოვება. ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა, თუ გარეთ. მგონია, მას ეყოფა გონიერება არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები“,- აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, განმარტა, რომ 72 წლის ქალის ციხეში გაშვება შესაძლოა არავის მოუნდეს, მაგრამ თუ ის რეზიდენციაში გამაგრდება, ამით გაწირავს ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად იქნება ასეთი სცენარის შემთხვევაში.

„თეორიულად წარმოვიდგინოთ იგივე სცენარი, რაც განვითარდა მელიას დაკავებისას.

წარმოვიდგინოთ, რომ ის გამაგრდა პრეზიდენტის რეზიდენციაში, ამ შემთხვევაში ეს არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული. 72 წლის ქალის ციხეში გაშვება შესაძლოა არავის მოუნდეს, მაგრამ ასეთი ქმედებით ის გაწირავს ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად იქნება ასეთი სცენარის შემთხვევაში. მას ეყოფა გონიერება არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის და არც ვინმე სხვას არ დაარღვევინოს, რაც გაითვალისწინებს მათ მრავალწლიან პატიმრობას“,- აღნიშნა პრემიერმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა