ირაკლი კობახიძე - არავითარი მუხლი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად - სალომე ზურაბიშვილმა რეალურად პრეზიდენტის რეზიდენცია აქცია ახალ ფანჩატურად

რეალურად, არავითარი მუხლი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად, ეუთო/ოდირმაც ბოლომდე გამოაცალა ყველანაირი საფუძველი რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერ მცდელობას, რომ განახორციელონ საბოტაჟი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კობახიძის შეფასებით, „რადიკალური ოპოზიციის“ რიგებში ახლა ისტერიული მსჯელობები წარიმართება.

„გუშინ ასეთი ისტერიული მსჯელობა შედგა სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში, მან რეალურად პრეზიდენტის რეზიდენცია აქცია ახალ ფანჩატურად. ადრე იყო შალვა ნათელაშვილის ფანჩატური და ახლა არის სალომე ზურაბიშვილის ფანჩატური. ყველაზე დასანანი ის არის, რომ მან ასეთ სივრცედ აქცია სწორედ პრეზიდენტის სასახლე", - განაცხადა პრემიერმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს