ირაკლი კობახიძე - რაზეც ვსაუბრობდით ამ სამი წლის განმავლობაში აქტიურად,  ამაზე უკვე ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი წევრები საუბრობენ - ჩვენ გვაქვს იმედი, რომ „დიფ სთეითის" პრობლემა სრულად დაიძლევა

რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამ სამი წლის განმავლობაში აქტიურად, პრაქტიკულად, ამაზე უკვე ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი წევრები საუბრობენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერმა გამოთქვა იმედი, რომ „დიფ სთეითის" პრობლემა სრულად დაიძლევა.

„ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობდით ამ პრობლემაზე. ეს არის არაფორმალური გავლენები და „დიფ სთეითი" არის ამ არაფორმალური გავლენების, გლობალური ომის პარტიის მთავარი ინსტრუმენტი. რაზეც ვსაუბრობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ, იმაზე აქტიურად დაიწყეს საუბარი დონალდ ტრამპის გუნდის წევრებმა. ეს არის რეალობა. თავიდან ძალიან გაუჭირდა ქართულ საზოგადოებას ამ გზავნილების მიღება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველამ დაინახა, სად იყო სიმართლე. ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში ჯო ბაიდენი არ მართავდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. მას უბრალოდ, ამის რესურსი არ ჰქონდა. რეალურად, დღის შუქზე გამოვიდა ის პრობლემები, რაც ჰქონდა აშშ-ში ოფიციალურ სტრუქტურებს, იგივე პრობლემები აქვს ევროკავშირში ოფიციალურ სტრუქტურებს. ანუ, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამ სამი წლის განმავლობაში აქტიურად, პრაქტიკულად, ამაზე უკვე ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი წევრები საუბრობენ. ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რაც იყო ამ ოთხი წლის განმავლობაში შექმნილი, როგორც აშშ-ის, ისე ევროპის ოფიციალურ სტრუქტურებში. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ ორივე მიმართულებით „დიფ სთეითის" პრობლემა სრულად დაიძლევა. ამაზე არის დამოკიდებული საქართველო აშშ-ის ურთიერთობების სრულად გაჯანსაღება, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაჯანსაღება", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს