ღაზას ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო იერიშებს 17 პალესტინელი ემსხვერპლა, ისრაელი კი აცხადებს, რომ თავდასხმის სამიზნე „ჰამასის“ მებრძოლები იყვნენ

ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად ღაზას სექტორში, სულ მცირე, 17 პალესტინელი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ღაზას სექტორის ჯადაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პალესტინელი მედიკოსების ცნობით, აქედან 8 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, მუსა ბინ ნუსეირის სკოლაში დაიღუპა, რომელსაც დევნილი ოჯახები აფარებდნენ თავს.

ისრაელის თავდაცვის ძალების მტკიცებით, თავდასხმის სამიზნე „ჰამასის“ მებრძოლები იყვნენ, რომლებიც სკოლის შენობაში განთავსებული სამეთაურო ცენტრიდან მოქმედებდნენ. მათი მტკიცებით, „ჰამასის“ მებრძოლები ამ ადგილს ისრაელის ძალების წინააღმდეგ თავდასხმების დასაგეგმად და განსახორციელებლად იყენებდნენ.

ღაზას ხელისუფლება აცხადებს, რომ ისრაელის თავდასხმებს დღემდე 45 000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა, 2.3 მილიონიანი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი კი იძულებით გადაადგილებული გახდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს