ანსამბლ „რუსთავსა“ და „საგალობელს“ შორის მემორანმდუმი გაფორმდა

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავს“ და ა(ა)იპ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულ ანსამბლ „საგალობელს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.

მემორანდუმს ხელი ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით შანიძემ და ანსამბლ „საგალობლის“ დირექტორმა თამაზ დაუშვილმა მოაწერეს.

„მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების ფარგლებში კულტურულ - შემოქმედებითი ურთიერთობა.

ასევე, აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში ხელი შეეწყობა ფოლკლორის განვითარებას და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას.

ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, ანსამბლებმა ერთობლივი რეპეტიცია ჩაატარეს და რაჭული სიმღერები შეასრულეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს