ანონსი 23 დეკემბერი

23 დეკემბერს, 10:30 საათზე, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეკრებებისა და მანიფესტაციების მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

თემა: „შემაჯამებელი ანგარიში ასახავს 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, 1-ელ ნოემბრამდე თბილისში ჩატარებული შეკრებების და მანიფესტაციების მონიტორინგისას დოკუმენტირებულ უფლებადარღვევებს, მთავარ გამოწვევებსა და მიგნებებს“.

მის: ილია ჭავჭავაძის გამზირი 37, სასტუმრო „პულმანი“.

საკონტაქტო: თამარ თორდინავა - 599 877 810

23 დეკემბერს, 11:00 საათზე, 4 პოლიტიკური პარტია განცხადებას გააკეთებს.

მის: ტარას შევჩენკოს 1(სასტუმრო „შოთას“ საკონფერენციო სივრცე)

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 602 634

23 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია - „თავისუფლება რუსული რეჟიმის პატიმრებს“ გაიმართება.

მის: გორგასლის N24

საკონტაქტო: ლაშა ფარულავა - 577 148 118

23 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სხვა ორგანიზაციებთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დაკავებული პირებისთვის ნივთების უკანონო ჩამორთმევისა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების პრაქტიკა. ამ დრომდე დაკავებულთა უმეტესობას ჯერ კიდევ არ დაბრუნებია უკანონოდ ჩამორთმეული ნივთები, რაზეც არასწორ ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო“.

მის: ჯანსუღ კახიძის #15

23 დეკემბერს, 12:00 საათზე, დამოუკიდებელი იურისტი კახა წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან ბრიფინგს გამართავს.

მის: ბოჭორმის ქ.12

საკონტაქტო ტელ: 595 60 60 11

23 დეკემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანის სასამართლო პროცესი გაიმართება.

23 დეკემბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული მსახიობის, გიორგი ბახუტაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

23 დეკემბერს, 13:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „საქართველოს პირველმა არხმა გახსნას დღის სატელევიზიო ეთერი საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიებისთვის“.

საკონტაქტო: თამარ მშვენიერაძე - 577 214 210; სოსო კაციტაძე - 593 790 733.

23 დეკემბერს, 15:00 საათზე, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

თემა: საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგები.

სპიკერები: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია, "კანონის უზენაესობის ცენტრის" ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია.

მის: ჭოველიძის 4ა

საკონტაქტო: ნათია კოპალიანი 599552588

23 დეკემბერს, 18:00 საათზე, „სამეზობლოს მსვლელობა“ გაიმართება.

მის: მეტრო „უნივერსიტეტი“, სანდრო ეულის ქუჩა.

23 დეკემბერს, 18:00 საათზე, მეტრო „რუსთაველიდან“ პარლამენტისკენ ონკო-პაციენტების მარში გაიმართება.

თემა: „მათი მოთხოვნაა: აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება, ახალი არჩევნები, ევროპული ჯანდაცვა და ევროპული მომავალი“.

საკონტაქტო: ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“, ასმათ მიქაძე - 595 074 648, 577 127 886

23 დეკემბერს, 17:00 საათზე, 4 პოლიტიკური პარტიის ლიდერების სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

თემა: "ახალი არჩევნები".

მის: ტარას შევჩენკოს 1 (სასტუმრო “შოთას”) საკონფერენციო სივრცე

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია 555 602 634

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო