ERASMUS-ის პროგრამების მონაწილეები განათლების სამინისტროდან პარლამენტისკენ აქცია-მსვლელობას მართავენ

ERASMUS-ის პროგრამების მონაწილეები განათლების სამინისტროდან პარლამენტისკენ აქცია-მსვლელობას მართავენ.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსპარანტები წარწერებით: „ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება, განათლება სჭირდება“, „განათლება ჩვენი უფლებაა!“, „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“, „ქოცების“ შვილები დასავლეთში, ჩვენ -რუსეთში?!“.

როგორც მანიფესტანტები აცხადებენ, ისინი ქვეყნის „არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილებებს“ და შედეგებს აპროტესტებენ. მათი თქმით, საჭიროა ქვეყანაში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს.

„ჩვენ გვინდა ქვეყანა დაბრუნდეს იმ ევროპულ გზაზე, რომელიც აქამდე გვქონდა. ის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოვიპოვეთ, არის ქართველი ხალხის დამსახურება. ERASMUS-ის პროგრამები ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, რომ საკუთარ თავზე გამოსცადონ, ევროპული ღირებულებებზე დაყრდნობილი პროექტები, რომელიც საკუთარი თავის განვითარების საშუალებას გვაძლევს. ეს არ უნდა იყოს ერთეულების შესაძლებლობა, ეს ყველაფერი თითოეულმა ქართველმა დაიმსახურა“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მანიფესტანტების მოთხოვნების უცვლელია. აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ „დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები“.

ინფორმაციისთვის, მოქალაქეები უკვე 25-ე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. ცნობისთვის, მასშტაბური აქციები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან