მიხეილ სააკაშვილი - სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია - რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი „ფეისბუქ პოსტი“ შინაარსით - „შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება“, არასწორად გავრცელდა და შესაბამისად, "დამსახურებული რეაქცია გამოიწვია".

სააკაშვილმა მოგვიანებით, აღნიშნული განცხადება დაარედაქტირა და დაწერა, რომ ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს.

„შეცდომაა ამდენი ხალხის გამოსვლა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება.

პ.ს. სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად დაპოსტვა მოხდა და შესაბამისად, ჩემმა ამ პოსტმა გამოიწვია დამსახურებული რეაქცია.

რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს.

ჩემი მიზანი იყო, ხაზი გამესვა შთამბეჭდავი მსვლელობისათვის და ხელშესახები შედეგების დადგომის აუცილებლობისათვის”, - წერს სააკაშვილი განახლებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, მანამდე მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქზე" ეწერა: „შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს