პრეზიდენტი - ვეპატიჟები ივანიშვილს, კობახიძეს, პაპუაშვილს და კიდევ ვინც უნდა, პარტიებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ და ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებოდნენ - მოდით და მოვილაპარაკოთ, როდის და როგორ უნდა დავნიშნოთ არჩევნები

ვეპატიჟები ივანიშვილს, კობახიძეს, პაპუაშვილს და კიდევ ვინც უნდა, ვეპატიჟები იმ პარტიებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, ვეპატიჟები იმ ორგანიზაციებს, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ - მოდით, ორბელიანების სასახლეში და მოვილაპარაკოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სალაპარაკო მხოლოდ ერთია - როდის და როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები.

როგორც მან აღნიშნა, მოსალაპარაკებლად დრო ცოტაა.

„აქ ყველაფერი მარტივად არის. არჩევნები არ შედგა. არამხოლოდ არ შედგა, არამედ არავისგან არ არის აღიარებული. არ არის აღიარებული თქვენგან და არ არის აღიარებული უცხოელი პარტნიორებისგან. როცა ეს არჩევნები აღიარებული არ არის და არის არალეგიტიმური და არაკონსტიტუციური ხელისუფლება, მაშინ ვართ ღრმა კრიზისში. ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი ფორმულაა მსოფლიოში. ყოველდღე დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელსაც პოლიტიკური გზით უნდა გამოსვლა ღრმა კრიზისიდან ეს არის ახალი არჩევნები. ამიტომ, მე, რომელიც აქ ვარ და ვიქნები, ვეპატიჟები ივანიშვილს, კობახიძეს, პაპუაშვილს და კიდევ ვინც უნდა. ვეპატიჟები იმ პარტიებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, ვეპატიჟები იმ ორგანიზაციებს, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ - მოდით ორბელიანების სასახლეში და მოვილაპარაკოთ. ოღონდ სალაპარაკო მხოლოდ ერთია - როდის და როგორ უნდა დავნიშნოთ არჩევნები. ამ მოლაპარაკებისთვის ცოტა დრო არის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია